ROBOTICS.GE Ltd.
თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5
ადგილმდებარეობის რუკა
  ტელ 597919977
დაგვიკავშირდით
ქარ Рус En

Robotics.ge

თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5

რობოტოტექნიკის სკოლა

რობოტოტექნიკის სკოლა » კლასები » რობოტოტექნიკა

რობოტოტექნიკა

ეს არის მომდევნო თაობა საგანმანათლებლო რობოტოტექნიკაში, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახალისოდ, თავისივე ხელით ჭექმნილი ნივთების საშუალებით ახლებურად დაინახონ მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე და მათემატიკა. მოსწავლეებს სეუძლიათ შექმნან, ააგონ, დააპროგრამირონ და გამოსცადონ რობოტები. ისინი ერთად იმუშავებენ მართულ საინჟინრო პროექტებზე, რომელთა საბოლოო შედეგი წინასწარ არ იქნება განსაზღვრული. გუნდი წევრები შეიძენენ მნიშვნელოვან მათემატიკურ და სამეცნიერო ცადნას და ამავდროულად, განივითარებენ შემოქმედებით უნარებს, პრობლენის გადაჭრისჩვევებს. გარდა ამისა, გაიწაფებიან კომუნიკაციაში, ორგანიზაციასა და კვლევაში, რაც დაეხმარება მათ მომავალი წარმატებების მიღწევაში სწავლის უფრო მაღალ დონეებსა და სამუშაპ ადგილებზე.

LEGO Mindstorms Education იყენებს განვითარებულ 32-ბიტიან კომპიუტერს, NXT ბლოკით, ინტერაქტიურ სერვო-ძრავებს, ხმოვან, ულტრაბგერით და სხვა სენსორებს, Bluetooth კომუნიკაციას, მრავალრიცხოვან ჩატვირთვის შესაძლებლობებსა და მონაცემთა რეგისტრაციას.

პიქტოგრამაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა აგებულია National Instruments-ის სტანდარტის LabVIEW პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც გამოიყენება ბევრ საინჟინრო და კვლევით სფეროში.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მოემზადონ რობოტოტექნიკის საერთაშორისო ოლიმპიური თამაშებისთვის.