ROBOTICS.GE Ltd.
თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5
ადგილმდებარეობის რუკა
  ტელ 597919977
დაგვიკავშირდით
ქარ Рус En

Robotics.ge

თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5

რობოტოტექნიკის სკოლა

რობოტოტექნიკის სკოლა » კლასები » მანქანები და მექანიზმები

მანქანები და მექანიზმები

სტუდენტები აგებენ მოდელებს, რათა ივარაუდონ, დააკვირდნენ, აზომონ და ჩაიწერონ მონაცემები, თვითონვე გამოსცადონ, რა არის სიმძლავრე, მოძრაობა, ენერგია და მაგნეტიზმი. თავისივე ხელით სექმნილ ნივთებს ბატარეებითა და ძრავებით აამოძრავებენ, გამოიყენებენ პნევმატიკას, ისწავლიან მანძილის, დროის, სისწრაფის გაზომვას, კინეტიკური და პოტენციური ენერგიის კვლევას.

პნევმატიკის კურსში ბავშვები შეიმუშავებენ და ააგებენ პროექტებს ტუმბოების, მილაკების, ცილინდრების, სარქველების, საჰაერო ავზისა და მანომეტრების გამოყენებით. საოცარი არსებების აგებისას ისწავლიან, რა არის წნევა, მისი საზომი ერთეულები, დგუშები და ბევრი სხვა რამ.

განახლებადი ენერგიის კურსში მოსწავლეები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარი სხეულის ენერგიისა და ენერგიის სამი ძირითადი წყაროს (მზის, ქარისა და წყლის) მეშვეობით - სიმძლავრის წარმოსაქმნელად, შესანახად და გამოსაყენებლად.

ბავშვები შეისწავლიან, ააგებენ და გააუმჯობესებენ მოდელებს, რომლებსაც ხვდებიან ყოველდღე, რეალურ ცხოვრებაში. პროგრამა ორწლიანია და შედგება ორი დონისაგან.