ROBOTICS.GE Ltd.
თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5
ადგილმდებარეობის რუკა
  ტელ 597919977
დაგვიკავშირდით
ქარ Рус En

Robotics.ge

თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5
რობოტოტექნიკის სკოლა » ახალი ამბები » საზაფხულო ბანაკი თბილისის მწვანე და გონივრულ ნაწილში !

საზაფხულო ბანაკი თბილისის მწვანე და გონივრულ ნაწილში !

15.05.2014

საზაფხულო ბანაკი თბილისის მწვანე და გონივრულ ნაწილში !

ROBOTICS.GE  დაუმეგობრდა სკოლა "ქორალს" (http://skolaqorali.ge/) და თქვენთვის გვაქვს კარგი სიახლე ! 6-12 წლის ბავშვებს, რომლებიც რჩებიან თბილისში საზაფხულო არდადეგების პერიოდში, ეძლევათ შანსი გაატარონ ეს დრო მხიარულად,საინტერესოდ და სასარებლოდ! ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საზაფხულო სკოლა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა რაიონში არაჩვეულებრივი სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით. დღის მანძილზე ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას უამრავ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, ასევე სიამოვნებით ისწავლიან მათემატიკას, ინგლისურ ენას,ლიტერატურას,ხელოვნებას ამ საგნებისადმი ახალი მიდგომების გამოყენებით. და რა თქმა უნდა , თქვენ გელოდებათ რობოტექნიკის გაკვეთილები LEGO Education-ის საფუძველზე.

  სწავლება შესაძლებელია ქართულ/ინგლისურ/რუსულ ენებზე. გადასახადში შედის 3-ჯერადი კვება ბავშვების გემოვნების და უპირატესობების გათვალისწინებით, სხვადასხვა შემეცნებითი ექსკურსიები, ბევრი მხიარულება და გართობა, ასევე ტრანსპორტირების გადასახადი.

   1 კვირის ღირებულება -300 ლარი

    2 კვირის ღირებულება -570 ლარი

   მოქმედებს შეღავათები ოჯახიდან რამდენიმე ბავშვის შემთხვევაში.

   არ გამოტოვოთ შანსი მოუწყოთ თქვენს შვილს ჯადოსნური არდადეგები, რომლებიც მისი მომავლისთვისაც სასარგებლო იქნება! 

დამატებითი ინფორმაცია ტელეფონით 597919977.