ROBOTICS.GE Ltd.
თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5
ადგილმდებარეობის რუკა
  ტელ 597919977
დაგვიკავშირდით
ქარ Рус En

Robotics.ge

თბილისი, მაღალაშვილის ქ. 5
რობოტოტექნიკის სკოლა » ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ROBOTICS.GE - ბავშვთა /მოზარდთა განმავითარებელი , რობოტოტექნიკის და პროგრამირების შემსწავლელი ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია LEGO Education საგანმანათლებლო სისტემაზე და სხვა უახლეს STEM  (ScienceTechnology, EngineeringMathematics) პროგრამების და რესურსების გამოგონებებზე. პროგრამა იწყება 3 კურსით, რომლების შემდგომში გაგრძელდება და გაფართოვდება. განათლების ამგვარი ფორმა ბავშვებს უყალიბებს იმ ჩვევებსა და უნარებს, რაც დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში ნებისმიერ სფეროში - ახლაც და მომავალშიც. პროგრამა არამარტო ცოდნას აძლევს ბავშვებს, არამედ განუვითარებს:

  1. ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას
  2. საკომუნიკაციო ჩვევებს, გუნდური მუშაობის უნარებს
  3. საპრეზენტაციო ჩვევებს
  4. საკუთარი პროექტების შექმნის, განვითარებისა და დაცვის ჩვევებს 

მსოფლიო ჩვენს გარშემო ელვის სისწრაფით იცვლება. დღეს შესაძლებლობა გვაქვს გაგიზიაროთ პროგრამა, რომელიც მთელ მსოფლიოში ეხმარება ბავშვებს თამაშით მოემზადონ რეალური ცხოვრებისთვის. ჩვენ ვხედავთ ცვლილებების სისწრაფეს, ჩვენ განვაახლებთ პროგრამას ყოველწლიურად, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ბავშვები უახლეს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მიიღებენ საუკეთესო ფიზიკოსებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის მასწავლებლების დახმარებით. მშობლებს ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო გვინდა და ცოტათი გულიც გვწყდება, რომ ჩვენ ბავშვობაში ასეთი პროგრამა არ გვქონდა.